'ბერნაბეუს' ახალი შესანიშნავი ხუთეული ეყოლება
მადრიდის ''რეალი'' თაობათა ცვლას განიცდის. მომავალი სეზონიდან გუნდში იასპარეზებს ერთი თაობის ხუთი ესპანელი, ისინი მსგავსად ბუტრეს ხუთეულისა ახალი შესანიშნავი ხუთეულის ფორმირებას შეუდგებიან სანტიაგო ბერნაბეუზე.
ზიდანი ფლორენტინო პერესის მხარდაჭერით, დაკავებულია ახალი ''რეალის'' შენებით. შესამჩნევია, რომ აქცენტი ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელებზე კეთდება. ბუტრეს ხუთეულის დაშლის შემდეგ 30 წელი გავიდა. ახლა კი ახალი ერა იწყება მადრიდში.
ასიერ ილარამენდი სულ მალე მეხუთე მუშკეტერი გახდება გუნდისა. დანარჩენი ოთხი კი არიან : ხესე, მორატა, ისკო, კარვახალი. ხუთეული მომავლისა, მსგავსად: ბუტრაგენიოსი, მიშელისა, მარტინ ვასკესის, სანჩისის და პარდესასი.
მართალია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ახალაზრდა არ არის ''რეალის'' აღზრდილი, თუმცა იმდენი ნიჭი კი შესწევს, რომ გაიმეოროს წინამორბედი ლეგენდების მიღწევები.
Marca.COm
- 7 ივლისი 2013
- 3 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.