ზლატანს რეალში თამაში სურს
საფრანგეთის ჩემპიონმა თითქმის შეიძინა ედისონ კავანი, რომელიც წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს. ამ კლუბში კიდევ ერთი უმაღლესი კლასის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ირიცხება. კლუბის მესვეურები კი ამბობენ, რომ ორივე ფეხბურთელი დიდებულ ტანდემს შექმნის, თუმცა ასე არ ფიქრობს იბრა.
ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს, რომ კარიერა სამეფო კლუბში გააგრძელოს. მიუხედავად მისი ასაკისა, (ოქტომბერში ზლატანი 32 წლის გახდება) ბლანკოსი მის მიმართ ინტერესს არ მალავს, რადგან შვედი იდეალურ ფიზიკურ კონდიციებშია და ასაკთან ერთად თამაშის ხარისხსაც უმატებს.
თავდამსხმელის დამატებითი მოტივაცია ბარსელონა არის, რომელშიც ის გამოდიოდა და როგორც ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, მისი კატალონიური კარიერა მესის ამბიციებმა შეიწირეს, რადგან სწორედ არგენტინელს სურდა ცენტრში თამაში და გვარდიოლამ მას უარი ვერ უთხრა. გულგატეხილი ზლატანი შურისძიებას გეგმავს და მზად არის დაინტერესების შემთხვევაში სამეფო კლუბის ფორმა მოირგოს.
- 7 ივლისი 2013
- 2 970
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.