"ალკორკონის" ფეხბურთელები "ბერნაბეუს" ესტუმრნენ
კოპა დელ რეის მეორე თამაშამდე ერთი დღით ადრე, "ალკორკონის" სამი მოთამაშე, ხუანმა, ინიგო და დიეგო, "სანტიაგო ბერნაბეუს" ესტუმრნენ.სწორედ ამ სტადიონზე მოუწევთ პაექრობა ამ ბიჭებს სამშაბათს.ისინი აცხადებენ, რომ შეძლებენ შემდეგ ეტაპზე გასვლა.
სტუმრებმა "ბერნაბეუ" დაათვალიერეს.მათ მოინახულეს როგორც სათამაშო მოედანი, ასევე პრესის დარბაზი, მუზეუმი და ტიტულების ოთახი.რამდენიმე ქომაგმა, რომელიც სტადიონზე ტურზე იმყოფებოდა, მათთან ერთად სურათიც კი გადაიღო.
ფეხბურთელები იმედიანად უყურებენ მომავალს: "ჩვენ აქ იმისათვის ვართ ჩამოსულები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.ამასთანავე ვიცით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გველის წინ" - დასძინა ინიგომ.
"მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ ამ თამაშისაგან.ძალიან მიხარია, როდესაც ასეთ დიდებულ სტადიონზე მიწევს გამოსვლა.ჩვენი დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ" - განაცხადა ხუანმამ.
როდესაც ფეხბურთელები ტიტულების ოთახში იყვნენ.მათ მოინახულეს "რეალის" მიერ მოპოვებული ბოლო კოპა დელ რეი, რაცეზ შემდეგი კომენტარი გააკეთეს: "აღნიშნულ სეზონში თასი ჩვენ უნდა მოვიგოთ.ამისათვის საჭიროა 8 თამაშის წარმატებით დასრულება.თუ ჩვენ კარგად ვითამაშებთ მადრიდში, მაშინ ამისი დიდი შანსი გაგვიჩნდება" - აღნიშნა დიეგომ.
გადაღების ბოლოს, ბიჭებმა ერთხმად აღიარეს, რომ "რეალი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში."
- 9 ნოემბერი 2009
- 2 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.