კარვახალი: „ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ“
„რეალ მადრიდ ტვ“-ს მორიგი სტუმარი, დანი კარვახალი გახლდათ, რომელმაც სამეფო კლუბთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.„ლევერკუზენის“ ყოფილი გარემარბი 15 ნომრიან მაისურს მოირგებს.დანიელმა ჟურნალისტის დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
- უწინარეს ყოვლისა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში.პირველად მინდა გკითხოთ, რა გრძნობა დაგეუფლად, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ მინდორზე დაადგით ფეხი? ადრე, იქ მრავალგზის ხართ ნამყოფი, თუმცა ქომაგის რანგში...
- დიდი მადლობა.სიმართლე გიხთრათ, განცდილი გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.როდესაც გულშემატკივრებმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყეს, სიხარულისგან სად წავსულიყავი არვიცოდი.ეს ყველაფერი ძალზედ ამაღელვებელია.
- 1 წლის შემდეგ, კარვახალმა კვლავ მოირგო „თეთრი“ მაისური.ბუნედეს ლიგაში ასპარეზობის ჟამს, ოცნებობით ამაზე?
- რასაკვირველია.„ბაიერში“ გადასვლის 1 დღიდან, ვმუშაობდი იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ მადრიდში დავბრუნებულიყავი.მჯეროდა, რომ ეს ოცნება ამიხდებოდა, თუმცა არა ასე სწრაფად.ვფიქრობ, სწორედ თავდაუზოგავი შრომის წყალობით დავიმსახურე, როგორც პრეზიდენტის, ასევე კლუბის ნდობა.
- ერთი წელი გერმანიის ჩემპიონატში: 7 საგოლე პასი და 2 გოლი.ამასთანავე, ადგილი სეზონის სიმბოლურ გუნდში.შეაჯამებთ იქ გატარებული პერიოდი?
- ვფიქრობ, 1 წლის განმავლობაში დიდ გამოცდილებას მოვუყარე თავი.10 ბალიანი სისტემიდან, 10 ქულას დავუწერდი გერმანულ კარიერას.იქ ბევრი რამ ვისწავლე როგორც საფეხბურთო, ასევე პირადულ დონეზე.ჩემპიონატის მე-2 ტურში მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა.იქედან მოყოლებული, მრავალჯერ მოვირგე „ბაიერის“ მაისური და შედეგი სახეზეა - ადგილი სეზონის საოცნებო გუნდის თერთმეტეულში.ამ ფაქტმა დიდი სტიმული შემმატა.
- კასტილიიდან წასვლის შემდეგ, რა კომპონენტში განიცადე პროგრესი?
- ვგონებ, თამაშის თითოეულ ასპექტში საგრძნობი წინსვლა მაქვს.მინდა გითხრათ, რომ გერმანიაში წონა მოვიხვეჭე, რამაც სიძლიერე შემმატა.ამასთანავე, გავაუმჯობესე პასი და მარცხენა ფეხით თამაში.საერთო ჯამში, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ უკეთესი ფეხბურთელი დავბრუნდი.
- როდესაც სატელეფონო ზარით გაუწყეს, რომ მადრიდში გაბრუნებდნენ, პირველი რა გაიფიქრეთ?
- ვთქვი, რომ ეს ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო.
- შენ ისევ „რეალის“ მაისურის ტარების უფლება მოგანიჭეს. როდესაც პირველი გუნდის გასახდელში შეხვედით, რა იგრძენით?
- ვფიქრობ, მაისურის მორგების შემდეგ, ისეთივე გახარებული ვიყავი, როგორც 12 წლის ასაკში, პირველად „რეალის“ ღირსების დაცვის დროს.სამეფო კლუბის ფერების ტარება, იმ განზრახვით, რომ მოედანზე მთელს გულსა და სულს ჩააქსოვ, რაღაც მაგიურია.10 წელი ვშრომობდი იმისათვის, რომ ეს დღე დამდგარიყო.პირველი გუნდის გასახდელში ყოფნა, ენით აუღწერელი მოვლენაა.
- გასახდელში შენს გვერდით იქნებიან ბიჭები, რომლებთანაც „კასტილიაში“ თამაშობდი (ნაჩო & მორატა).რა გითხრეს, როდესაც შენი დაბრუნების ამბავი შეიტყვეს?
- ბიჭებმა მომილოცეს და ამასთანავე, ბევრი მეხუმრეს.ჩვენ კარგა ხნის ნაცნობები ვართ.
- შენი თანაგუნდელი იქნება ისკოც.თქვენ ერთად მოიპოვეთ ევროპის ჩემპიონობა.რას იტყვი?
- ისკო დიდებული ფეხბურთელია.მიხარია, რომ ისევ ერთად ვიქნებით.
- ყოველთვის გამარჯვებული და იმ კატეგორიის ფეხბურთელი იყავი, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში ყველაფერს დებენ მოედანზე.ასეთი, ხასიათების მწვრთნელი მოვიდა სამეფო კლუბში.გვითხარით რამე ანჩელოტიზე...
- დიდი იმედი მაქვს, ჩვენს გავიზიარებთ მის გამარჯვებულობის გენს.სამეფო კლუბში მაღალი სტანდარტის მოთხოვნებია და სწორედ ამიტომაც შეარჩიეს კარლო ანჩელოტი, რომელსაც შეუძლია კლუბთან ერთად ყველა ტიტულის მოგება.ის დიადი მწვრთნელია.ვფიქრობ, ერთად გამოგვივა.
- ინტერვიუ დასაწყისში ახსენეთ, რომ საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია, როდესაც ქომაგები შენს გვარდ სკანდირებენ.რას ეტყვით მათ?
- დიდი მადლობა მათ.ბუდეს ლიგაში გადასვლის შემდეგ, მადრიდისტებისგან ბევრ შეტყობინებებს ვღებულობდი.ისინი მუდამ მხარში მედგნენ.
- სამეფო კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, კაპიტანი იყავით.10 წლიანი მადრიდისტობის ხანაში, რა სარგებელი მოუტანეთ „რეალს?"
- ჩემი აზრით, კითხვის ფორმულირება შემდეგნაირად უნდა მოხდეს: რა მომცა „რეალმა?" მადრიდის „რეალმა“ მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია.მადლობელი ვარ იმისათვის, რომ დღესაც აქ ვიმყოფები.მადრიდში მოხდა ჩემი, როგორც სპორტსმენისა და ადამიანს ჩამოყალიბება.ყოველთვის დიდი სიხარულითა და ბედნიერებით ვიცავდი კლუბის ღირსებას და ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ 10 წლის განმავლობაში, თითოეული მატჩისაგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი.
- თქვენ დასძინეთ, რომ „რეალმა“ მოგცათ ყველაფერი.იქნებ გვითხრათ, თქვენ რის მიცემას გეგმავთ მისთვის?
- იმედია მაქვს, ჩემს სამუშაობს საუკეთესოდ შევასრულებ და გუნდს სიმაღლეების დაპყრობაში დავეხმარები.
- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რეალ მადრიდ სითის“ მშენებლობის დასაწყისში, საძირკველში პირველი ქვა, სწორედ თქვენ ჩადეთ.ამ მომენტს ბევრი კანტერანო აკვირდებოდა.რას ეტყვით მათ?
- მე მათი გამხნევება შემიძლია.მინდა ვთქვა, რომ სიტყვა ადვილი სათქმელია, ხოლმე საქმის გაკეთება რთული.ჩვენი აკადემია მსოფლიოში საუკეთესო.საჭიროა თავდაუზოგავი შრომა, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშების დროს.თქვენ უნდა გამოიყენოთ მოცემული შანსი.
- აკადემიის აღზრდილის მთავარი ოცნება, პირველ გუნდში თამაშია.შენა უკვე მიაღწიე ამას.რა იქნება მომავალი ოცნება?
- ამ დღეზე, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.სამეფო კლუბში 2002 წლიდან გამოვდივარ და შემიძლია ვთქვა, რომ 11 წლის განმავლობაში ძალ-ღონე არ დამიშურებია მოედანზე.ძალიან ბედნიერი ვარ, რამეთუ 21 წლის ასაკში, ცოტა ადამიანი თუ იტყვის იმას, რომ მისი ოცნება უკვე ასრულდა.ყველაფერ გავაკეთებ იმისათვის, რომ „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი იყოს!
RealMadrid.Com
- 6 ივლისი 2013
- 1 530
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.