დანი კარვახალი და ფილოსოფიური ქვა
"ჩვენი სიუდადის ბაზისი ისეთივე ფუნდამენტალურია, როგირიც ყველაფერი, რის გამოც ჩვენ გვიყვარს "მადრიდის რეალი"-ესაა ინსტიტუტი, რომელიც პატივს სცემს თავის წარსულს, სწავლობს აწმყოთი და მიზანმიმართულად არის მომართული მომავლისკენ." ეს ფილოსოფიური წარწერა იყო დატანილი პირველ ქვაზე, რომელიც მომავალი სპორტული ქალაქის მშენებლობაში ჩადეს. როცა დანი კარვახალმა სიმბოლურად ჩადო ეს პირველი ქვა ახალი სიუდად დეპორტივოს დე ვალდებაბასის ფუნდამენტში 2004 წლის მაისში, ის არც კი ფიქრობდა, რომ 9 წლის შემდეგ ეს სიტყვები, როგორც არასდროს, იქნებოდნენ მისი რეალობისთვის ყველაზე მეტად შეფერებული.
მაშინ კარვახალი ალავინის ფეხბურთელი იყო, მას დახვეული თმები ქონდა, ის სწორედ მაშინ გადმოვიდა "ლემანესიდან", რომელიც მისი რაიონში გამოდიოდა. ეხლა კი ის უკვე სრულუფლებიანი მარჯვენა მცველია "მადრიდის რეალში" და დღეს ესპანეთის დროით 13:00 საათზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეაბიჯებს ამაყად იმისგან, რომ მისი ოცნებები ახდა და დარწმუნებულად იმაში, რომ მისი ცხოვრება უკვე არასდროს არ იქნება უწინდელი.
მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა ესპანეთსი, მან გაიაზრა, რომ ყველანი აღიარებდნენ მას. ის ტკბებოდა მშვიდი საშვებულებო დღეებით ძველ მეგობრებთან ერთად. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, თავად მასაც თუ ძნელად წარმოადგინა, რომ "ბერნაბეუზე" დაბრუნება მოუწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მის დაბრუნებას უკვე გადაწყვეტილად თვლიდა. ამბიცია და შეგუება-ეს ისაა, რაც მას გამარჩევს. მას შემდეგ, რაც ის გერმანიაში წავიდა ემიგრაციაში, იმისთვის, რომ "ბაიერნში" ეთამაშა, იმიტომ რომ მოურინიოს კლუბში არ იყო მისი ადგილი, კანტერანო ოცნებობდა, მიუხედავად ყველაფრისა, საზეიმო შესასვლელიდან დაბრუნდებოდა. მას ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი წელი დასჭირდა. ერთ სეზონში ის "ბაიერნის" ძირითადის ფეხბურთელი გახდა, ხოლო Bild-ის ვერსიით კი ბუნდესლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველი. ის 21 წლამდელტა ევროპის ჩემპიონატის გაარჯვებულიც გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე ძირითადად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მას ეჭვი არ ეპარება:
"მე დავიბადე მადრიდისტად, მე ეს ფორმა ათი წლის მანძილზე მეცვა და მე თავს სისხლით ხორცამდე მადრიდისტად ვთვლი."
ის მოდის იმისთვის, რომ ჩაკეტოს გასულ სეზონში ალვარო არბელოას მიერ ფართოდ გაღებული მარჯვენა ფლანგი. ის ის ალტერნატივაა, რომელიც კლუბს სჭირდება. კარვახალი-ესაა მცველი, რომელიც მონდომებით და სრული მობილიზებით თამაშობს, ის თავდაჯერებულად მიდის წინ. მიუხედავად თავისი არც თუ ისე დიდი სიმაღლისა (171 სმ), ის ყოველთვის იბრძვის მეორე სართულზე. როცა მის თამაშს უყურებ, გრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის ცდილობს იყოს ყველგან. ისეთივე მიწოლით, როგორიც თამაშობს მოედანზე, მიისწაფის იგი თავისი მიზნებისკენ. კარვახალი-ეს "მადრიდის რეალის" კანტერის სიმბოლოა. და ის დაბრუნდა.
- 5 ივლისი 2013
- 1 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.