კოენტრაო შესაძლოა პარიზში გადაბარგდეს
"პარის სენტ ჟერმენი" ფაბიო კოენტრაოს შეძენით ინტერესდება.
პარიზულ კლუბს გადაწყვეტილი აქვს გააძლიეროს დაცვის მარცხენა ფლანგი და ამის განხორციელებას ისინი პორტუგალიელის შეძენით აპირებენ. არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფაბიო კოენტრაო ზაფხულში გუნდს დატოვებდა, რადგან იგი ბედნიერი არ იყო ამ კლუბში ყოფნით. სანეფო კლუბის ხელმძვანელობამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამაზე გაამახვილა ყურადღება და მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პარიზული კლუბის შემოთავაზებას პორტუგალიელ მცველთან დაკავშირებით მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდნენ, თუ მათი შემოთავაზებული თანხა იქნებოდა არანაკლებ 30 მილიონი. ამით მათ გარკვეულწილად განზრახული აქვთ გამოიმუშაონ სწორედ ის თანხა რაც, თავის დროზე პორტუგალიელი მცველის მოყვანაში გადაიხადეს.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბმა ფაბიო კოენტრაო 2011 წლის ზაფხულში 30 მილიონ ევროდ შეიძინა.
- 5 ივლისი 2013
- 1 209
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.