გადამწყვეტი ორი კვირა რონალდოსთვის
თუ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კრისტიანო რონალდოს მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, შესაძლოა მას ოპერაცია გაუკეთდეს.
კრისტიანო რონალდო რისკავს. მას შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს და გუნდის ლაზარეთში კიდევ ორი თვე დაჰყოს. ჰოლანდიელმა ქირურგმა ნიკ ვან დეიკმა პორტუგალიელს ურჩია, რომ არ იფიქროს მოედანზე დაბრუნება 20 ნოემბრამდე.
ამ ხნის განმავლობაში კრისტიანომ უნდა ივარჯიშოს სპეციალური პროგრამით, რომელიც მას ჰოლანდიელმა ქირურგმა დაუწესა. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უკვე 22 ნოემბერს რონალდოს შეეძლება "რასინგთან" თამაში.
გასულ კვირას "რეალმა" გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ პორტუგალიელს არ დასჭირდებოდა ოპერაცია, მაგრამ ქირურგის ჩარევა შესაძლოა მაინც საჭირო გახდეს, თუ გამოსაჯანმრთელებელმა კურსმა უშედეგოდ ჩაიარა.
თუ ოპერაცია მაინც გახდა საჭირო, რონალდომ შესაძლოა თორმეტი მატჩი გამოტოვოს. 30 სექტემბრიდან, როცა "რეალი" "მარსელთან" თამაშობდა, პორტუგალიელმა უკვე გამოტოვა რვა შეხვედრა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 9 ნოემბერი 2009
- 2 696
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.