არბელოას ლიონი ეპატიჟება
მას შემდეგ, რაც დანი კარვახალი მადრიდის რეალის საკუთრება გახდა, ყველასთვის ცნობილია, რომ ალვარო არბელოას პოზიციები აშკარად შესუსტდა...
იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ესპანელ მარჯვენა მცველს თავისთან ჟოზე მოურინიო წაიყვანდა, მაგრამ როგორც ჩანს პორტუგალიელი სპეციალისტის გეგმებში ალვარო არ შედის.
L’quipe-ს ცნობით ალვაროს შეძენით ლიონი არის დაინტერესებული და მადრიდელებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ფრანგები მზად არის ფლორენტინო პერესს 9 მილიონი ევრო გადაუხადონ და თავად ფეხბურთელთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმონ. ასევე ცნობილი ხდება, რომ არბელოას ექნება ერთნახევარჯერ უფრო მეტი ხელფასი, ვიდრე ამჟამად აქვს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ლიონის შეთავაზება არც ისე ურიგო უნდა იყოს, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 5 ივლისი 2013
- 1 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.