"რეალი" "ალკორკონს" განადგურებას უპირებს
მადრიდის "რეალი" "ატლეტიკოსთან" მოგებული დერბის შემდეგ მთლიანად კონცენტრირებულია "სამეფო თასის" შეხვედრაზე, სადაც ისინი განმეორებით შეხვედრას გამართავენ "ალკორკონთან". შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "სამეფო კლუბმა" 4:0 დათმო.
"ატლეტიკოსთან" შეხვედრის შემდეგ "ბლანკოსის" ფეხბურთელები მთლიანად გადაერთვნენ "ალკორკონთან" შეხვედრაზე. "რეალმა" ბოლო სამ შეხვედრაში "ხეტაფე" და "ატლეტიკო" დაამარცხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" ფრედ დაასრულა შეხვედრა. "რთული შეხვედრა გველის "ალკორკონთან". აუცილებლად უნდა მოვიგოთ" – აცხადებს იკერ კასილასი.
"სამეფო კლუბის" გოლკიპერი თვლის, რომ გულშემატკივარი მათ დამატებით მოტივაციას შესძენს და "ბერნაბეუზე" მისვლით ისინი დიდ სიამოვნებას მიიღებენ. "ძალიან გახარებულნი ვიქნებით, თუ გულშემატკივარი მოვა ჩვენს მხარდასაჭერად. დაძაბული შეხვედრა იქნება. გვსურს ფანები გავახაროთ".
თუ გუნდი ვერ დასძლევს "ალკორკონის" ბარიერს და დარჩება "სამეფო თასის" მიღმა, ეს იქნება პირველი წარუმატებლობა ფლორენტინო პერესის პროექტისა. "აუცილებლად უნდა მოვიგოთ. "ატლეტიკოსთან" გამარჯვებამ მორალურად აგვამაღლა" – აცხადებს კასილასი.
გონსალო იგუაინს ძალიან სურს ამ მატჩში მონაწილეობის მიღება. "იმედი მაქვს შევძლებ "ალკორკონთან" თამაშს. ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ. ეს კვირა წარმატებული იქნება ჩვენთვის".
ალვარო არბელოა, რომელმაც მიიღო პირველ შეხვედრაში მონაწილეობა თვლის, რომ ოთხი ბურთის გაბათილება შეუძლია "რეალს". "გუნდმა შეტევაშიც და დაცვაშიც ძალიან გააუმჯობესა თამაში. ვალდებულნი ვართ მოვიპოვოთ გამარჯვება და გულშემატკივრებს სიხარული ვაჩუქოთ".
"გვჯერა, რომ მოვიგებთ. გვსურს ფანებს სიხარული მივანიჭოთ. გვინდა ყველას დავანახოთ, რომ პირველ შეხვედრაში წარუმატებლობა უბრალო შემთხვევითობა იყო" – განაცხადა პეპემ.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 9 ნოემბერი 2009
- 2 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.