''რეალის'' ათიანი 153 000 000 ღირს
უნიჭიერესი ისკო ახლახანს შეუერთდა მადრიდის ''რეალს'', სადაც თავმოყრილია მის პოზიციაზე მოთამაშე კიდევ სამი ფეხბურთელი. ანჩელოტის ამ ოთხ ფლეიმეკერს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
''რეალს'' ისკო დაახლოებით 30 მილიონი დაუჯდა, მოდრიჩი 40, ოზილი 18 , კაკა 65 . ანუ გამოდის, რომ ეს ოთხი გამთამაშებელი ერთად 153 000 000 ღირს, რაც უპრეცედენტო თანხაა. ანჩელოტი გულშემატკივარს დაპირდა სანახაობრივ ფეხბურთს, არის ალბათობა იმისა, რომ ისკომ და ოზილმა ერთად ითამაშონ. ბევრის აზრით, ეს უფრო მიმზიდველს გახდის სამეფო გუნდის თამაშს.
მიუხედავად ყველაფრისა, კარლოს ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს. ამ ოთხ ფეხბურთელს შორის მან უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. გამორიცხული არ არის, რომ მან აქცენტი კაკაზეც გააკეთოს, რიკის ხომ თავად კარლიტოს წარმატებებშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის.
რაც შეეხება მოდრიჩს, ის შესაძლოა ალონსოს შეუწყვილონ. მისმა თამაშმა ცხადყო, რომ ხორვატი ნახევარდაცვის ცენტრში უკეთ ირჯება , ვიდრე ფლეიმეიკერად. ანჩელოტი სავარაუდოდ 4-3-3 ან 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს.
eurosport.com
- 5 ივლისი 2013
- 4 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.