კაკა: ”რეალიდან წასვლას არ ვაპირებ”
რიკარდო კაკას სახელი ძალიან ხშირად გვხვდება სატრანსფერო სიახლეებში. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი სულაც არ ფიქრობს სამეფო კლუბის დატოვებას.
”სამეფო კლუბთან კონტრაქტი არ ამომწურვია, შესაბამისად არსად ვაპირებ წასვლას. კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს და როგორც კი შევიკრიბებით, მაშინვე განვიხილავ მასთან სამომავლო პერსპექტივებს.”
”ანჩელოტისთან საუბრის შემდეგ გადავწყვეტ ღირს თუ არა რეალში დარჩენას, რადგან 1 წელში მუნდიალი გაიმართება და მსურს ბრაზილიის ნაკრების ღირსება დავიცვა. ამისათვის კი სათამაშო დრო და პრაქტიკა მჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ კარლო ვერ მხედავს მადრიდის რეალში, სხვა კლუბის ძებნას დავიწყებ.”
- 4 ივლისი 2013
- 1 776
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.