ანჩელოტის გუნდში ილარამენდის ხილვა სურს
"მადრიდის რეალის" ახალი თავკაცი გეგმავს გუნდში "რეალ სოსიედადის" საყრდენი ნახევარმცველი ასიერ ილარამენდი მოიყვანოს, როგორც იტყობინება ესპანური გამომცემლობა "MARCA" ანჩელოტი მასში ჩაბი ალონსოს შემცვლელს ხედავს.
როგორც ვიცით ჩაბი ალონსოს კონტრაქტთან დაკავშირებით ვკლავ გაურკველობაა, ასე რომ შესაძლოა ბასკი გუნდიდან წავიდეს, თუმცა სავსებით შესაძლებელია ის მეორე ბასკმა ჩაანაცვლოს.
თუმცა არსებობს პრობლემა "რეალი" არ აპირებს ილარამენდში 30 მილიონის გადახდას, რაც მისი სატრანსფერო ფასია, მაგრამ ფლორენტინო პერესის სიტყვების თანახმად სიტყვა "შეუძლებელი" "მადრიდის რეალისთვის" არ არსებობს, ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ის კი დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ 30 მილიონი ევრო "ლოს ბლანკოსს" ნამდვილად ვერ შეაშინებს.
23 წლის ფეხბურთელმა "პრიმერაში" 32 მატჩი ჩაატარა და 11 ყვითელი ბარათი მიიღო.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსომ თავისი კარიერა "რეალ სოსიედადში" დაიწყო.
ინფორმაციის წყარო:MARCA
- 4 ივლისი 2013
- 1 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.