ხესეს ეჭვი ეპარება
ხესე არაა დარწმუნებული მის მომავალში.
"მე არ ვიცი, თუ რა სურს კლუბს ჩემგან, მაგრამ როგორც ვხედავ და როგორც იწერება, მათ სურთ, რომ მე დავრჩე. ჯერ არ ვარ დარწმუნებული , თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ. არ ვაპირებ, რომ მოგატყუოთ. მე ამას ყველაფერს მარტივად ვუყურებ, ვინაიდან ძალიან კარგი სეზონი მქონდა. მსოფლიოს თასზეც შესანიშნავად გამოვიყურები და ამიტომაც ჯერ მშვიდად ვარ."
ხესეს ჯერჯერობით დრო არ აქვს სხვა რამეზე ფიქრისთვის, ის მთლიანად კონცენტრირებულია 20 წლამდელთა ტურნირზე, სადაც ხუთი გოლის გატანა შეძლო: "როცა ეს ტურნირი მორჩება, სწორედ მაშინ დავსხდები იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ეს ეხება და ყველაფერზე დავილაპარაკებთ."
- 4 ივლისი 2013
- 2 181
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.