იოზილი-ისკოს ყოვლისშემძლე კავშირი
ალბათ, ისკოს „რეალში“ გადმობარგების შემდეგ, ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება გუნდის სასტარტო თერთმეტეული.
უმეტესობა მიიჩნევს, რომ კარლო ანჩელოტი მოიძიებს ისეთ ფორმაციას, რომელიც ისკოსა და იოზილს ერთად თამაშის საშუალებას მისცემს.ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიელი, თუმცა ფაქტია, რომ სამეფო კლუბის ნახევარდაცვა, რომელიც ერთმანეთზე ნიჭიერი შემოქმედებითი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპაში.
ესპანეთში მიიჩნევენ, რომ ისკო-იოზილის ტანდემი „ბლანკოსის“ შეტევით პოტენციალს ახალ სისხლს გადაუსხამს.მადრიდელთა შეტევები უფრო მრავალმხრივი და სანახაობრივი გახდება, თუმცა მეორე ვარიანტიც არსებობს, იოზილის სკამზე დაჯდომა, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
გასულ სეზონში, თავიანთი გუნდების რიგებში, ესპანელმა და გერმანელმა 24 ასისტის დარიგება მაოხერხეს (20 მესუთს), ხოლო გოლების მხრივ, თითქმის თანაბარი რაოდენობა დააგროვეს 31 (16 ისკოს).
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთის თქმა შეიძლება, მესუთ იოზილს „რეალში“ ყოფნის პერიოდში, პირველი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლებელია ანჩელოტიმ მათგან კარგი დუეტი დააყენოს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მწვანე მინდორზე რომელიმე მათგანის ინდივუდუალურობის ხილვა მოგვიწიოს.სიტყვა კარლიტოზეა...
marca.com
- 3 ივლისი 2013
- 3 242
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.