ხესე: „მეორე ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ“
ხესე როდრიგესი მსოფლიოს 20 წლამდელთა მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, 5 გატანილი გოლით.სწორედ მისი წყალობით, ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ტურნირის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა (მექსიკასთან 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი).გამოცემა „ას“-ი ფეხბურთელს ესაუბრა.
„თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გამოდგებოდა.პირველ ნახევარს მექსიკელები აკონტროლებდნენ სრულად, ხოლო მეორე ტაიმში ჩვენ ჩავერთეთ საქმეში.როდესაც ჩვეულად ვიწყებთ ბურთის გაგორებას, მეტოქი ნაკლებად გადმოდის იერიშზე.ამის წყალობით, შევქმენით საგოლე მომენტები და გავედით შემდეგ ეტაპზე.“
„უპირატესი არის გუნდი, თუმცა ბედნიერი ვარ ჩემი გამოსვლითაც.ბიჭები ერთიანად ვმუშაობთ და ამიტომაც გამოგვდის გუნდური თამაში.დღეს მე გავიტანე გოლი, ხვალ ჩემი თანაგუნდელები გააკეთებენ იგივეს.“
„მექსიკასთან ბოლო წუთებში, როდესაც დავინახე რომ ბურთი იაკრგებოდა, გავიქეცი და მომენტის დასრულება გადავწყვიტე.რა თქმა უნდა, ყოველთვის როდი გამოგდის ამგვარი რეიდის ჩატარება, თუმცა შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი და გავიტანე.“
as.com
- 3 ივლისი 2013
- 1 296
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.