ბეილის ტრანსფერი ჩიხში შედის?
დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, გარეთ ბეილის გამადრიდელება არ მოხდება.
„მარკას“ ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ პრეზიდენმტა დანიელ ლევიმ, კიდევ ერთხელ გაისტუმრა უარით მადრიდელი სტუმრები.როგორც ჩანს, ინგლისურ მხარესა და ფეხბურთელს, გუნდის არგამოცვლის თაობაზე გარკვეული შეთანხმება აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ უელსელი „ბლანკოსის“ მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი, სატრანსფერო მოლაპარაკებაში პასიურობს.ალბათ, გახსოვთ, მოდრიჩის სიტუაცია, როდესაც ლუკას გაშვება არ უნდოდა „სპერსის“ ხელმძღვანელობას, თუმცა მაშინ თავად ხორვატმა „ივაჟკაცა“ და ამის წყალობით მადრიდელებმა შეძლეს მისი წამოყვანა.
რაც შეეხება ბეილს, ის ფიქრობს, რომ ჯერ ახალგაზრდაა და რომელიმე ევროპულ გრანდში ასპარეზობას სამომავლოდაც შეძლებს.
რთული სათქმელია, რითი აკავებს „ტოტენჰემი“ წინახაზელს.მათ ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ხომ არ მოუპოვებიათ...
marca.com
- 3 ივლისი 2013
- 3 511
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.