რონალდუ: „ბედნიერი ვარ ესპანეთში“
სამეფო კლუბის პორტუგალიელი ფეხბურთელი, სინგაპურში, ახალგაზრდა ფეხბურთელების მხარდასაჭერად ჩავიდა.ინტერვიუს მიცემის დროს რონალდუმ დასძინა, რომ პრემიერ ლიგის უკმარისობას განიცდის, თუმცა ესპანეთში, კერძოდ ლა ლიგაში თამაშით, ბედნიერია.
„ბუნებრივია, ინგლისის ჩემპიონატში თამაშის უკმარისობას განვიცდი.„მანჩესტერ იუნაიტედში“ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წლები გავატარე, მაგრამ ახლა ესპანეთში ვცხოვრობ, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ.ვერავინ იწინასწარმეტყველებს საკუთარ მომავალს, მაგრამ ამ მომენტისათვის ჩემი ფიქრები მხოლოდ „რეალს“ უკავშირდება.“
„სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს ვინ შეიძინა „ბარსელონამ.“კატალონიურ გრანდში ძლიერი კოლექტივია.მე მადრიდში, საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით მიწევს თამაში.ვცდილობ, რომ ყოველთვის ჩემ გუნდზე მოვახდინო კონცენტრაცია.“
as.com
- 3 ივლისი 2013
- 2 342
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.