მოდრიჩს იუვეც აკვირდება
მოგეხსენებათ, ლუკა მოდრიჩის შეძენით ლონდონის ჩელსი გახლავთ დაინტერესებული, ჟოზე მოურინიო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხორვატი ფეხბურთელი საკუთარი გუნდის რიგებში იხილოს, თუმცა თავად მოთამაშეს „ბლანკოსში“ დარჩენა სურს...
Sky Italia-ს ცნობით ლუკას შეძენა ტურინის იუვენტუსსაც სურს, მოგეხსენებათ „ბებერი ქალბატონის“ მესვეურები მაშტაბურ სატრანსფერო მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მათ უკვე შეიძინეს კარლეს ტევესი და ლორენტე, ამით წინა ხაზი აშკარად გაძლიერდა, ახლა კი თვლიან, რომ მოდრიჩის შეძენით შუა რგოლს საუკეთესოს გახდიან.
გავრცელებული ინფორმაციით იტალიელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გამოყონ, რაც თავისთავად ძალიან ცოტაა, რადგან სულ რაღაც ერთი წლის წინ ფლორენტინო პერესმა ლუკას სანაცვლოდ 11 მილიონით მეტი, 45 მილიონი ევრო გადაიხადა.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, სავარაუდოდ იუვეს მფლობელებს თანხის გაზრდა მოუწევთ.
- 3 ივლისი 2013
- 1 232
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.