დელ ბოსკე ხუთ "რეალელს" გამოიძახებს
დღეს ვისენტე დელ ბოსკე დაასახელებს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამხანაგურ მატჩებში არგენტინისა და ავსტრიის ნაკრებების წინააღმდეგ.
14 ნოემბერს ესპანეთის ნაკრები "ვისენტე კალდერონზე" არგენტინის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს სტადიონ "ერტნს ჰაპელზე" ავსტრიის ნაკრებს ეწვევა. სწორედ ამ არენაზე იზეიმა ესპანეთმა ევრო–2008–ის მოგება.
"რეალიდან" შემდეგი ფეხბურთელები იქნება გამოძახებული: მეკარე და კაპიტანი იკერ კასილასი, მცველები რაულ ალბიოლი, არბელოა და სერხიო რამოსი და ნახევარმცველი ხაბი ალონსო.
"სევილიას" ფეხბურთელმა ხესუს ნავასმა განაცხადა, რომ მზადაა ითამაშოს. საეჭვოა სანტი კასორლას თამაში, რადგან მას მცირე ტრავმა აწუხებს.
პრობლემები აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფერნანდო ტორესს. მის არყოფნაში შეტევის ხაზს დააკომპლექტებენ დავიდ ვილია, ალვარო ნეგრედო, გუიზა და ფერნანდო ლიორენტე.
შესაძლოა დელ ბოსკემ ორი მეკარე გამოიყენოს: კასილასი და რეინა. შესაძლოა კი შანსი მიეცეს ანდრეს პალოპს ან კიდევ ვიქტორ ვალდესს.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 9 ნოემბერი 2009
- 1 721
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.