მარსელო: ""რეალი" ჩემთვის ყველაფერია"
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარსელომ ინტვერვიუში მადრიდის "რეალზე" ისაუბრა.
"წლევანდელი სეზონი ძალიან რთული და მძიმე გამოდგა ჩემს კარიერაში. ეს არ ყოფილა მხოლოდ ჩემი წარუმატებლობა ეს წელი იყო მთლიანი გუნდისთვის წარუმატებლობის წელი. პირადად მე რაც შემეხება, ამ სეზონში ორი ტრავმა მივიღე, რისი დამსახურებითაც მე მომიწია სეზონის საკმაოდ დიდი პერიოდიოს გამოტოვება. მე მადლიერი ვარ ღმერთის და ჩემი ოჯახის, ასევე რათქმაუნდა ჩემი გუნდის და გულშემატკივრების, რომლებიც მე მუდმივად მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ ეს მე ძალიან დამეხმარა."
"ტრავმა დიდი ხანია მოვირჩინე და მე ნაკრებთან ერთად მოვიგე "კონფედერაციის" თასი, რითაც ძალიან გახარებული ვარ. ეს იყო ჩვენი გუნდური წარმატება."
"მე უზომოდ ბედნიერი ვარ "რეალში", სამეფო კლუბი ჩემთვის ყველაფერია ხოლო, მადრიდი კი ჩემი სახლია."
- 3 ივლისი 2013
- 2 173
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.