კარვახალი: "რეალში გარანტიებით მოვედი"
დანიელ კარვახალის განცხადებით, იგი ლევერკუზენის ბაიერში თავს ძალიან კარგად გრძნობდა და გერმანიაში თამაშმა მის კარიერაზე დადებითად იმოქმედა. მადრიდში კ,ი მხოლოდ იმ პირობით მოვიდა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება და წინსვლა გაგრძელდება.
"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, აუცილებელია მწვანე მინდორზე გასვლა და გულშემატკივრების წინაშე თამაში. მხოლოდ ვარჯიშით ფონს ვერ გახვალ, საჭიროა უმაღლესი დონის მეტოქეებთან პაექრობა და გამოცდილების მიღება. როდესაც მადრიდში მოვდიოდი რამდენჯერმე ვესაუბრე ხელმძღვანელობას და შევთანხმდით რომ პრაქტიკა აუცილებლად მექნება. მათ მითხრეს რომ ვჭირდები და მოედანზე ხშირად მომიწევს გასვლა."
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გაცემული ავანსები გავამართლო და სამეფო კლუბის დაცვის მარჯვენა ფლანგი, რაც შეიძლება ძლიერ გავამაგრო. მიყვარს ეს კლუბი, რადგან აქ ვარ გაზრდილი. ნებისმიერი კანტერანოს ოცნება, ბლანკოსის ფორმის მორგება გახლავთ. ეს ოცნება უკვე ავიხდინე და იმედი მაქვს, სხვა ახალგაზრდებსაც მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება."
- 2 ივლისი 2013
- 1 884
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.