ვის შეელევა კარლიტო?
ბუნებრივია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, სამეფო კლუბს მოუწევს შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება.
ისკოს, კარვახალის, კაზემიროსა და ხესეს პირველ გუნდში გადმოსვლით, "რეალის" ძირითადი შემადგენლობა გადავსებულია (27 ფეხბურთელი).აქედან გამომდინარე, განხორციელდება წმენდა.
ჯერჯერობით, "ბლანკოსიდან" წასვლის ყველაზე დიდი შანსი შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ: კაკა, კოენტრაუ, იგუაინი, კალეხონი, დი მარია, ადანი და ხესუს ფერნანდესი.
ბრაზილიელი ნახევარმცველი, უკვე მეორე წელია სატრანსფერო ფანჯარაზეა დაყენებული, თუმცა მის მსურველებს, მაღალი სახელფასო ჭერი აშინებთ.
ფაბიუმ თავად გამოთქვა გუნდიდან წასვლის სურვილი.სავარაუდოდ, "ბენფიკაში" გააგრძელებს მოღვაწეობას.
კალეხონის შესაძლებლობებით, "ნაპოლის" ახალი თავკაცი, რაფა ბენიტესია დაინტერესებული.
იგუაინი გადაბარგების საკითხი, მხოლოდ დროზეა დამოკიდებული.დიდი ალბათობით, პიპიტა "მეთოფეების" მაისურს მოირგებს.გამომდინარე იქედან, რომ "იუვემ" ტევესი შეიძინა, გონსალოზე აღარ ფიქრობენ იტალაიში.
ანხელ დი მარია, გარეთ ბეილის გამადრიდელების შემთხვევაში წავა "რეალიდან."
რაც შეეხებათ ადანსა და ხესუსს, კარლოს გუნდში 2 მეკარეზე მეტი არასდროს ჰყოლია, აქედან გამომდინარე ახალგაზრდა კიპერებს სხვაგან მოუწევთ თამაში.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დატოვოს კლუბი?
- 1 ივლისი 2013
- 3 638
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.