"ალკორკონის" მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს
როგორც ვიცით, კოპა დელ რეის განმეორებითი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე," მადრიდის "რეალსა" და "ალკორკონს" შორის, სამშაბათს (10 ნოემბერს) გაიმართება.
"ალკორკონის" ხელმძღვანელობა, ფეხბურთის ფედერაციისაგან ითხოვდა სეგუნდა ბ-ს მე-12 ტურის თამაშის ერთი დღით უკან გადაწევას.კონკრეტულად გეტყვით, რომ მადრიდელთა მეტოქემ დღეს გამართა შეხვედრა, ანუ სათასო მატჩამდე ორი დღით ადრე.როგორც ხედავთ, შესაბამისმა ორგანომ "ალკორკონის" ბოსების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის თანახმადაც მათ სეგუნდა ბ-ში დღეს ჩაატარეს თამაში (შეხვედრა 1-1 დასრულდა).
"ალკორკონელი" ხელმძღვანელები, კოპა დელ რეის დაპირისპირების გადადებასაც ითხოვნდნენ, თუმცა უშედოგოდ.
საინტერესოა, რომ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე "რეალის" მეტოქე ფეხბურთელები იმედით არიან აღსავსენი.ისინი თავიანთ ქომაგებს შემდეგ ეტაპზე გასვლას ჰპირდებიან.
- 9 ნოემბერი 2009
- 3 244
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.