ფლორენტინოს ოცნება აუხდა
რამდენიმე წელია ფლორენტინო პერესი ცდილობს ესპანელი მეგა ვარსკვლავის შეძენას, რომელიც გუნდის ლიდერობას იტვირთავს საკუთარ თავზე.
ხაბი ალონსოს შემდეგ, 'რეალს' ძლიერი ესპანელი ფეხბურთელი არ შეუძენია. არადა უკვე რამდენი სეზონია, რაც პერესი დავიდ ვილას, ფაბრეგასის, კასორლას და სხვა ნიჭიერი ესპანელების შეძენას ცდილობს.
კალეხონი, კანალესი, პედრო ლეონი, ეს იმ ესპანელ ფეხბურთელთა სიაა, რომლებიც 'სამეფო კლუბმა' შეიძინა, თუმცა ამ ნახევარმცველებმა გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართეს, მაშინ ,როცა 'ბარსელონა' ადგილობრივი ვარსკვლავების გუნდად ჩამოყალიბდა.

წელს და შარშან 'რეალი' ცდილობდა შეეძინა ესპანელი ვარსკვლავები: კასორლა, დავიდ სილვა, მატა, ფაბრეგასი, ხავი მარტინესი და ფერნანდო ლორენტე. სამწუხაროდ თეთრებმა ვერცერთის ყიდვა მოახერხეს.

ამ ზაფხულს კი პერესმა საბოლოოდ მიაღწია თავის საწადელს და ''რეალში'' უდიდესი ტალანტი, ისკო მოიყვანა. სწორედ ისკოს გარშემო აშენდება მომავლის გალაკტიკო...
- 29 ივნისი 2013
- 3 908
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.