იტალიელი ტვინი, ბრაზილიური ფეხით
''მე ვიყავი ჭკვიანი ფეხბურთელი მოედანზე, ტაქტიკურად განსწავლული, ტექნიკურად ძლიერი. '' - ასე ახასიათებს ანჩელოტი საკუთარ თავს.
ანჩელოტიმ თამაში ადგილობრივ 'რეჯიოლოში' დაიწყო და მალევე გადაბარგდა 'პარმაში' . მისი კარიერა 'რომაში' გაგრძელდა, სადაც მწვრთნელად შვედი სპეციალისტი, ლიდოლმი ჰყავდა. შვედმა კარლო სერია ც-ში შეამჩნია, მოეწონა და თავისთან წაიყვანა.
კარლო გულდასმით უგდებდა ყურს მის მწვრთნელს და ყველანაირ დავალებას პირნათლად ასრულებდა. 'რომაში' მან სერი-ა და სხვა თასები მოიგო. შემდეგ კარლიტო არიგო საკის 'მილანში' ირჯებოდა, სადაც უკვე ყველაფრის მოგება და მწვერვალების დაპყრობა შეძლო.
'' მე მას ვასწავლე მოედანზე სწორად გადაადგილება, შედეგი კი ის იყო, რომ ანჩელოტი ყველაზე სწრაფად ითვისებდა ყველაფერს'' - განაცხადა საკიმ.
იგი აჩვენებდა იგივე სტილს , რაც რაიკაარდი, დონადონი და ევანი. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპონენტი ბუტრაგენიო ამბობს, რომ კარლო ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, საკის 'მილანში'.
marca.com
- 29 ივნისი 2013
- 2 899
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.