ესპანეთმა იტალიას აჯობა
კონფედერაციის თასზე, მეორე ნახევარფინალური მატჩი, ესანეთსა და იტალიას შორის, პირინელეების გამარჯვებით დასრულდა.
ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა, ძირითადი დროის 0-0 დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში დაჯაბნეს მეტოქე.
სასტარტო შემადგენლობები:
ესპანეთის ეროვნული ნაკრები: კასილიასი, არბელოა, პიკე, რამოსი, ალბა, ინიესტა, ჩავი, ბუსკეცი, სილვა, პედრო, ტორესი.
იტალიის ეროვნული ნაკრები: ბუფონი, კიელინი, ბარძალი, ბონუჩი, მაჯო, დე როსი, პირლო, ჯაკერინი, კანდრევა, მარკიზიო, ჯილარდინო.
ურთიერთშეხვედრები
იტალია და ესპანეთი ერთმანეთს სულ 31-ჯერ შეხვდნენ. უპირატესობა იტალიელთა მხარესაა: 9 შემთხვევაში გამარჯვება ესპანეთს დარჩა, 12 მატჩი ფრედ დასრულდა, 10-ჯერ კი "სკუარდა აძურამ" იმარჯვა.
1/2-ფინალი, ესპანეთი - იტალია
მოგეხსენებათ კონფედერაციათა თასზე გუშინ ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, ურუგვაის სძლია და პირველმა მოიპოვა ფინალის საგზური.
1/2-ფინალი, ბრაზილია-ურუგვაი 2:1
გოლები: 1:0 ფრედი (41), 1:1 კავანი (48), 2:1 პაულინიო (86)
კონფედერაციათა თასის ფინალში ერთმანეთს, ბრაზილიისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან, რომელიც 30 ივნისს მარაკანაზე გაიმართება.
- 28 ივნისი 2013
- 2 774
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.