მალდინი: "კარლო დიდი ფსიქოლოგია"
პაულო მალდინი ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომელსაც მოთამაშეებზე ფსიქოლოგოიური ზემოქმდების მოხდება შეუძლია...
„მადრიდის რეალს სათავეში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგა, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა გუნდში საკუთარ სიტყვა იძახის. მინდა გითხრათ, რომ იტალიელ სპეციალისტს მოთამაშეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარი აქვს, რაც მისი წარმატების საწინდარია.“
„კარლიტოსთან ერთად არაერთი წელი გავატარე და უამრავი ტიტული მოვიგე, ის ყოველთვის მშვიდი იყო.“
„მახსოვს ლივერპულთან განცდილი დასანანი მარცხი, როდესაც მთელი გუნდი შოკში იყო, მაშინ ყველას გვეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა, თუმცა ანჩელოტი შემოვიდა გასახდელში და ყველას მოგვილოცა ვერცხლის მედლების მიღება და გვითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტობაც დიდი წარმატება გახლავთ.“
„ჩემი აზრით კარლო „ბლანკოსში“ ბევრს მიაღწევს, ამ გუნდს მწვრთნელების ხშირი ცვლა სჩვევია, თუმცა ჟოზე მოურინიო დედაქალაქში 3 წლის მანძილზე იყო. ვფიქრობ, ანჩელოტი 3 წლიან კონტრაქტს გააგრძელებს და თეთრების რიგებში კიდევ დარჩება.“
- 27 ივნისი 2013
- 2 003
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.