ბუტრაგენიო: "მშვიდად ვართ"
ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა სიმშვიდეს ინარჩუნებს და ელოდება მოვლენების განვითარებას...
„ჩვენი მიზანი გარეთ ბეილის შეძენა უკვე დიდი ხანია არის, მაგრამ არ ვიცით რა მოხდება, ფაქტია ტოტენჰემი მოლაპარაკებებს ძალიან აჭიანურებს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავად უელსელს სამეფო კლუბის ფორმის მორგება სურს.“
„ინგლისელებს არაერთხელ მივმართეთ საქმიანი წინადადებით, მათ იციან ჩვენი პირობები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ რა სურთ მათ. უელსელი ფეხბურთელი მსოფლიოში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ „ნახევარი მილიარდის“ გადახდას ნამდვილად არ ვაპირებთ, სხვა წინადადებები კი როგორც ჩანს ლონდონელთათვის მიუღებელია.“
„ჩვენს სურვილს ბეილის გადმოსვლასთან დაკავშირებით, კარლოს ნებაც დაემატა, იტალიელის აზრით უელსელი მოთამაშე „ბლანკოსს“ დიდ სამსახურს გაუწევს, ყველაფერს გავაკეთებთ გარეთის შესაძენად.“
„სატრანსფერო ფანჯრის დახურავმდე კიდევ დიდი დრო არის დარჩენილი, აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ყველაფერს ეტაპობრივად მივყვეიბთ, საჩქარო არაფერი გვაქვს.“
- 27 ივნისი 2013
- 2 211
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.