ფულს+დი მარია=ბეილს
მადრიდის რეალს არ სურს გარეთ ბეილში ასტრონომიული თანხის გადახდა, შესაბამისად მზად არის ტოტენჰემს ტრანსფერის თავისებური ხედვა შესთავაზოს.
თეთრებს იმდენად უნდათ ბეილის შეძენა, რომ მზად არიან ტოტენჰემს 60 მილიონი და დი მარია შესთავაზონ. 25 წლის არგენტინელი შემტევის ფასი დაახლოებით 25 მლნ. ევროა, შესაბამისად ბეილის ღირებულება 85 მლნ. გამოდის. ეს სწორედ ის თანხაა, რომელსაც დეზები ითხოვენ უელსელში. ეს ტრანსფერი უფრო მისაღებია ლონდონელებისათვის, ვიდრე მთლიანად თანხის გადახდა, რადგან ისინი ”ხურდაში” მაღალი დონის შემტევ ნახევარმცველს მიიღებენ, რომელსაც შეუძლია დაიკავოს ბეილის ადგილი.
თავის მხრივ დეზებმა თვალი მადრიდელთა ფორვარდს იგუაინს დაადგეს, რომელიც ამჟამად მათ კონკურენტთან, არსენალთან უფრო ახლოს არის. ვილაშ ბოაში პიპიტას შეძენას ჯერ კიდევ ჩელსის მწვრთნელობისას გეგმავდა, მაგრამ მაშინ ბლანკოსისგან ცივი უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მამლები გონსალოს სანაცვლოდ 24 მლნ. ფუნტს ჩამოდიან. ბლანკოსის ხელმძღვანელობამ კი იგუაინს გუნდის არჩევის სრული თავისუფლება მისცა და ამრიგად გამოხატა პატივისცემა ფეხბურთელის მიმართ. ვინაიდან თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მეთოფეებში სურს ეს ტრანსფერი ფაქტიურად გამორიცხულია.
ინფორმაციის წყარო: Eurosport.Com
- 27 ივნისი 2013
- 2 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.