კასილიასი: „ბედნიერება დამიბრუნდა“
განვლილი სეზონი, იკერისათვის ავად მოსახსენიებელია.
როგორც იცით, სეზონის შუა ნაწილში, კაპიტანმა ტრავმა მიიღო, რის გამოც დიდი დრო გაუცდა.გამოჯანმრთელებელი კასილიასი, მოურინიომ სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა, რამაც ფეხბურთელზე ძალზედ იმოქმედა.ქვემოთ იხილავთ კასოს ემოციურ ინტერვიუს, რომელიც ჩავლილ პერიოდს შეეხება.
- როგორ გრძნობა იყო, როდესაც უქმობის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდით? საფეხბურთო სამყაროში მეორე დებიუტს ხომ არ ჰგავდა?
- რა თქმა უნდა, ახალი გრძნობა არ გამჩენია, თუმცა ეს მოვლენა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ჩემთვის.როდესაც 5 თვის განმავლობაში არაფერს აკეთებ, გონებაშიც სხვადასხვა აზრები გიჩნება.სასიხარულოდ, მწვრთნელი და თანაგუნდელები დამეხმარნენ ფეხზე წამოდგომაში.ნიშანდობლივია, როდესაც კვლავ პოულობ შენს გზას.მეკარეებისათვის თავდაჯერებულობა, ნათამაშებ წუთებს მოაქვს.ამიტომაც, როდესაც შესაძლებლობას მოგცემენ და ნდობას გიცხადებენ, ძალიან ღირებულია შენთვის.
- ალბათ, ურუგვაისთან, როდესაც პირველად შეეხეთ ბურთს, ძალიან გაგიხარდათ...
- ვგონებ, პირველი შეხება განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება დანარჩენი.ეს გეხმარება რწმენის აღდგენაში.საბედნიეროდ, თავი კომფორტულად ვიგრძენი და ახლა მხოლოდ ფოკუსირებული ვარ სამუშაოზე.
- ესპანეთის ნაკრების წარმატებები, შენთან ასოცირდება.ტრიუმფის ამსახველ ყველა ფოტოში, თითქმის მოწინავე პოზიცია დგახარ.განვლილ სეზონში, როდესაც ტრავმა მიიღე, ხომ არ შეგეშინდა იმისა, რომ „ფურია როხასთან“ ერთად, ზაფხულში ვერ შეძლებდი თამაშს?
- რასაკვირველია, როდესაც ექიმი გაცნობს, რომ ხელი მოიტეხე, სხვადასხვა ეჭვები გიჩნდება.სასიხარულოდ, გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით წარიმართა.ისიც კარგად მესმოდა, რომ კლუბში უთამაშებლობა, ეროვნულ გუნდში ადგილის დაკარგვის ტოლფასი იყო, თუმცა ვისენტე დელ ბოსკეს სწორად შეაფასა ჩემი პროგრესი.რაც მთავარია, ხელი მომირჩა.ზოგჯერ ვამბობ, რომ ის ისეთი კარგია, როგორც არასდროს (იცინის).
- როგორც აღწერ „რეალში“ სათადარიგოზე ყოფნის პერიოდს?
- ვფიქრობდი გუნდზე და ყველაფერი საუკეთესო მინდოდა „რეალისთვის.“სიმართლე გითხრათ, ცხოვრების ამ მონაკვეთში, იყო ცრემლებიც, უძილო ღამეებიც და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვარ მადრიდისტა და ჩემთვის პრეზიდენტზე, მწვრთნელზე, დირექტორებზე და სხვებზე წინ დგას კლუბი.
- გუნდიდან წასვლა გიფიქრიათ?
- ჩემი სურვილია კარიერის მადრიდში დასრულება.სხვა გუნდისკენ მაშინ გავიხდევ, მწვრთნელი თუ მეტყვის, რომ საჭირო აღარ ვარ.„ბლანკოსი“ ჩემი პრიოერიტეტია.ამ კლუბმა მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია.სწორედ „რეალის“ წყალობით მოვხვდი ესპანეთის ნაკრებში.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კონფედერაციის თასის მოგება?
- ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთი ფინალის საგზურის ვერ მოპოვების შემთხვევაში, კრიზის იტყვის, რომ ჩვენ ის გუნდი აღარ ვართ, რაც ვიყავით.გასული წლების განმავლობაში, ჩვენზე შევიქმენით ზეწოლა და ეს რა თქმა უნდა, ტიტულების დამსახურებაა.ეს გუნდი არასოდეს დაიღლება ფეხბურთის თამაშით.ჩვენი მიზანი ყოველთვის იქნება გამარჯვება.
- და ბოლოს, ბედნიერი ხართ ისევ?
- დიახ, რეალურად დავიბრუნე ბედნიერება.ყოველთვის რთულია ისეთი მომენტის გადალახვა, რომელიც აქამდე არასოდეს დამდგარა.განვლილი პერიოდი ადვილი ნამდვილად არ გახლდათ, თუმცა უკვე წარსულია და მეც სხვა იკერ კასილიასი ვარ!
fifa.com
- 27 ივნისი 2013
- 2 725
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.