კაკა "ბერნაბეუს" ესტუმრა
კვირას დილით, ბრაზილიელი ლეგიონერი კაკა, მადრიდის "რეალის" მშობლიური არენის, "სანტიაგო ბერნაბეუს" მინდორზე გამოჩნდა.ფეხბურთელმა იქ შეკრებილ ქომაგებს ავტოგრაფები დაურიგა და მათთან ერთად სურათებიც გადაიღო.
ბრაზილიელი მადრიდულ დერბიში გოლით გამოირჩა.მან დასძინა, რომ აღნიშნული ბურთი მისთვის კარგია, რამეთუ ეს საშუალებას მისცემს მას უფრო გახსნილი იყოს მოედანზე: "მორალური გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ეს ძალიან კრგი მომენტია."
კაკას დიდი იმედი აქვს, რომ სამშაბათს ბევრი ქომაგი მოვა ბერნაბეუზე, სადაც კოპა დელ რეის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება "ალკორკონის" წინააღმდეგ: "დიდი იმედი მაქვს ფანების.ისინი მე-12 ფეხბურთელი უნდა გახდნენ ჩვენი გუნდისა.მჯერა, რომ მათი დახმარებით "ალკორკონის" ბარიერს დავძლევთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ" - აღნიშნა რიკარდომ.
სასიხარულოა, რომ ყოფილი "როსონერის" მოთამაშე სამეფო გუნდის რიგებში თანდათან იღდგენს ძველ კონდიციებს.
- 8 ნოემბერი 2009
- 1 844
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.