კარლო ანჩელოტის პრეზენტაცია

რამოდენიმე წუთის წინ კარლო ანჩელოტი ოფიციალურად წარადგინეს ”მადრიდის რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ფლორენტინო პერესი:

”მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ვიცე-პრეზიდენტო, დირექტორთა საბჭოს წევრებო. კეთილი იყოს შენი მობრძანება კარლო. დღეს ჩვენ ”მადრიდის რეალის” ისტორიაში ახალი ფაზა დავიწყეთ კარლო ანჩელოტის მოსვლით. კარლოს დიდი წარდგენა არ ჭირდება. ესაა მწვრთნელი, რომელიც მიჩვეულია უმაღლეს დონეზე მუშაობს დიდი ხნის მანძილზე და ის მზად არის ”მადრიდის რეალის” ჩასაბარებლად და აქ მუშაობისთვის.”

”ესაა ადამიანი, რომელიც 2007 წელს დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად.”

”ის წლების მანძილზე მუშაობდა ევროპის წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატებში და წარმატებით ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამ ეტაპზე კარლო შენ ”მადრიდის რეალში” მოგიწევს მუშაობა. მხარამჭერები ითხოვენ შენგან, რომ გვაგრძნობინო, რომ ”მადრიდის რეალისთვის” მიუღწეველი და შეუძლებელი არაფერია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლო კვირეები შენთვის და შენი ოჯახისთვის ძალიან დატვირთული იყო, მადლობა გვერდში დგომისთვის ყველა მადრიდისტასგან.”

”რამოდენიმე წლის წინ კარლო მე შენ გითხარი, რომ შენ აუცილებლად გახდებოდი ჩემი მწვრთნელი, დღეს სწორედ პირობა შევასრულე, ქალბატონო და ბატონებო, მიესალმეთ ”მადრიდის რეალის” ახალ მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის.”

კარლო ანჩელოტი:

”მე ძალიან ბედნიერი ვარ , რომ დღეს აქ ვარ. არ არის ჩემთვის ადვილი ესპანურად ლაპარაკი, მაგრამ ამ ეტაპზე ვეცდები ჩემი სათქმელი გაგაგებინოთ, ხოლო შემდეგ კი აუცილებლად გავაუმჯობესებ. უდიდესი პატივია ჩემთვის ასეთ პრესტიჟულ კლუბში მოღვაწეობა.”

”ყველაზე პრესტიჟულმა კლუბმა უნდა დაიპყროს მაყურებელთა კლუბი. ტრადიცია გვავალდებულებს რომ შეტევითი და სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ. ვაპირებთ ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ შედეგებთან ერთად გულშემატკივრებს სიხარული და ბედნიერება მივანიჭოთ.”

”დღეს გახლდით და მოვინახულე კლუბის ინფრასტრუქტურა, აღფრთოვანებული ვარ. იქ ყველაფერია, რაც მე მუშაობაში დამჭირდება. მე მაქვს მხარდაჭერა პრეზიდენტისა და გულშემატკივრებისგან. ეს წელი ”მადრიდის რეალის” წელი იქნება.”

  • shvela
  • 26 ივნისი 2013
  • 2 891
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 19
2 მბაპე 16
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

TOP.GE

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (134)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)