ბენიტესი კავანიზე
რაფა ბენიტესმა ედისონ კავანის მომავალზე ისაუბრა.
"არც პრეზიდენტს და არც მე არ გვსურს, რომ კავანიმ დაგვტოვოს, ვინაიდან ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მას კონტრაქტში უწერია გამოსასყიდი თანხა , რასაც ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ. მე და პრეზიდენტს გვსურს, რომ ის დარჩეს და განაგრძოს გოლების გატანა და განვითარება ”ნაპოლში”. მან თავისი შრომით შექმნა ის სახელი, რაც დღეს აქვს და ამ კლუბში კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია.”
”მან იცის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კლუბს და კლუბის გულშემატკივრების მის მიმართ. მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუ დარჩენას გადაწყვეტს. ”ნაპოლის” არ ჭირდება თანხა. თუ ის წავიდა, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდება, რომ მას ასე სურს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ მას წასვლა გადავაფიქრებინოთ.”
- 26 ივნისი 2013
- 1 888
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.