"ატლეტიკოს" ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
"ატლეტიკოს" ფეხბურთელები იმედგაცრუებულნი იყვნენ დერბიში დამარცხების შემდეგ.
"ატლეტიკო" ისევ დამარცხდა "რეალთან". მატჩის შემდეგ ტომაშ უიფალუშიმ, კლებერ სანტანამ და ანტონიო ლოპესმა თავიანთი აზრი გამოხატეს დერბისთან დაკავშირებით.
ლოპესმა განაცხადა: "მიუხედავად წაგებისა, ვფიქრობ ვპოულობთ ჩვენს სათამაშო სტილს".
"კაკას გოლი უბრალოდ შეუდარებელი იყო და ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელით".
შემდეგ თავისი აზრი გამოხატა კლებერ სანტანამ: "ასეთ მატჩებში ბევრს წყვეტს უმნიშვნელო დეტალი".
"განადგურებას გადავრჩით, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოვახერხეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა".
"ვიცოდით, რომ პირველივე წუთებიდან სიფრთხილე გვმართებდა, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ. "სამეფო კლუბმა" თავისას მიაღწია".
ასევე თავისი უკმაყოფილება გამოხატა უიფალუშიმაც: "დამწუხრებულები ვართ, რადგან სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ".
"სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ცუდად დავიწყეთ მატჩი და "რეალთან" სამბურთიანი ფორის აღმოფხვრა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ფაქტიურად გამოგვივიდა. ბევრი შეცდომა უნდა გამოვასწოროთ და ეს ვარჯიშებზე უნდა განვიხილოთ".
"რამოსის გაძევება თავისუფლად თამაშში დაგვეხმარა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება".
"ახლა კონცენტრაცია სამშაბათის მატჩზე უნდა მოვახდინოთ".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 8 ნოემბერი 2009
- 1 716
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.