მივესალმოთ მადრიდის რეალის ახალ მწვრთნელს.

სულ ღარაც წუთებია გასული მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ბლანკოსს მიქელანჯელო კარლო ანჩელოტი უხელმძღვანელებს. მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ იტალიელი სპეციალისტი.

ორი ჩემპიონთა ლიგა, ერთი ევროპის სუპერთასი, თითო-თითო ინგლისის, იტალიისა და საფრანგეთის ლიგის თასი, ეს ანჩელოტის ჯილდოების არასრული ჩამონათვალია.

მიქელანჯელო კარლო ანჩელოტი 1959 წლის 10 ივნისს რეჯიოლოში (იტალია) გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, მისი ბავშვობა სიღარიბითა და პრობლემებით იყო შემოსაზღვრული. ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ ფეხბურთის გარეშე მისი ცხოვრება ერთფეროვანი და უინტერესო იქნებოდა. მისი პირველი პროფესიონალური გუნდი პარმა იყო, შემდეგ რომაში გადაბარგდა, სადაც პირველად მოუსინჯა წარმატებას გემო. დედაქალაქში კარლომ 8 წელი დაჰყო საიდანაც მილანში გადაბარგდა, რომელსაც არიგო საკი წვრთნიდა. საკი იხსენებს: ”მე ვხედავდი, რომ ის მოედანზე ყველაზე სწრაფად აზროვნებდა და ჩემს დავალებებს იდეალურად უხსნიდა გუნდს. ის იყო მწვრთნელი მოედანზე”. ანჩელოტიმ მილანურ კლუბთან ერთად 2ჯერ მოიგო ევროპის თასი, 2-ჯერ ევროპის სუპერთასი, 2-ჯერ ინტერკონტინენტალის თასი, 2-ჯერ იტალიის ჩემპიონატი და 2-ჯერ იტალიის თასი. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მან იტალიის მაისურით მხოლოდ 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ის მის მშობლიურ ქალაქის გუნდში რეგიანაში 1995 წელს დაიწყო. პირველივე სეზონში არაფრით გამორჩეული კლუბი სერია ა-ში დააწინაურა. ეს ფაქტი არ გამორჩენიათ უფრო ცნობილ იტალიურ კლუბზე და კარლოზე ნადირობა გამოცხადდა. საბოლოო ჯამში ყველაზე წარმატებული პარმას მცდელობა გამოდგა და ანჩელოტიმ კარიერა სწორედ იქ გააგრძელა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ აქ შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ანჩელოტი და კანავარო. 1996-99 წლებში იტალიელი სპეციალისტი პარმას ხელმძღვანელობდა და ბოლო სეზონში უეფას თასიც კი მოიგო. 1999-200 წლებში იუვენტუსი ჩაიბარა, მაგრამ დიდი წარმატებები იქ არ ჰქონია. ანჩელოტიმ სახელიყველაზე მეტად მილანში გაითქვა, რომლის მთავარ მწვრთნელად 2001 წელს დაინიშნა და 9 სეზონის განმავლობაში წარმატებით თავკაცობდა იტალიურ გრანდს. ამ პერიოდში მან მილანი ჩამოაყალიბა არა მხოლოდ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად, არამედ ევროპის და მსოფლიოს ლიდერად.

იტალიიდან პირველად კარლო სამუშაოდ ინგლისში წავიდა და ჩელსის ჩაუდგა სათავეში, პირველივე სეზონში ინგლისი ჩემპიონობა იზეიმა, მაგრამ კლუბის მეპატრონის ამბიციები ვერ დააკმაყოფილა და მალევე დაემშვიდობა ლონდონს. ბოლოს ის ფრანგულ პსჟ-ს წვრთნიდა, რომელსაც 19 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დაუბრუნა.

  • SunSay
  • 25 ივნისი 2013
  • 2 481
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)