დიადი რამოსი
სამეფო კლუბის ცენტრალურ მცველს, სხეულზე არა ერთი ტატუ აქვს, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეულია, ესპანეთის ეროვნული ნაკრების გერბი.
2002 წლის 19 დეკემბერს, ანდალუსიელმა მცველმა პირველად მოირგო "ფურია როხას" მაისური.მაშინ ის 17 წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავდა.იქედან მოყოლებული, თავდაუზოგავი მუშაობის წყალობით, სერხიო ქვეყნის მთავარი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.მისი სტატისტიკიდან გამომდინარე, ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მოთამაშეა დღევანდელი ფორმაციის ესპანეთში.
კონფედერაციის თასის დღევანდელი დაპირისპირება (ნიგერიასთან), რამოსისათვის 106-ე იქნება "წითელთა" რიგებში, ხოლო აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ, თუ ყველაფერი გეგმიურად წარიმართა, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, "სევილიას" ყოფილი მცველი, მე-4 გახდება.მის წინ, მხოლოდ ჩავი (124), სუბისარეტა (126) და კასილიასი იქნებიან (146).
ამვდროულად აღსანიშნავია, რომ სერხიო, დელ ბოსკეს ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა."ულვაშას" დარიგებით, ნაკრები 73-ჯერ გამოვიდა მწვანე მინდორზე.აქედან მხოლოდ 8 შემთხვევაში ვერ მოახერხა რამოსმა თამაში.ნიგერიასთან ასპარეზობა, მისთვის 30-ე ზედიზედ მიყოლებული გამოსვლა იქნება.
ერთი სიტყვით, სერხიო რამოსს ყველანაირ შესაძლებლობა გააჩნია, რომ გახდეს ნამდვილი ლეგენდა!
marca.com
- 23 ივნისი 2013
- 4 126
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.