კარლიტოს გზა მადრიდამდე
მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტის გამადრიდელება, მხოლოდამხოლოდ დროის საკითხია.
წარმოგიდგენთ „რეალის“ მომავალი დამრიგებლის, მცირე საფეხბურთო ბიოგრაფიას.
კარლო ანჩელოტიმ, პროფესიული საფეხბურთო კარიერა, „პარმაში“ დაიწყო, საიდანაც შემდეგ „რომაში“ გადაბარგდა.დედაქალაქურ კლუბში გამოსვლისას, ის თანაგუნდელებს ევროპის თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა, თუმცა თავად თამაში, ტრავმის გამო ვერ მოახერხა.
ანჩელოტის მომდევნო გუნდი, „მილანი“ გამოდგა.მოგეხსენებათ, 80-იანი წლების „როსონერი,“ რომელსაც არიგო საკი ედგა სათავეში, დიდ ძალას წარმოადგენდა.დონადონის, გულიტის, რაიკაარდისა და ვან ბასტენის გვერდით, კარლიტო 2-ჯერ დაეუფლა ევროპის თასს, რის შემდეგაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და სამწვრთნელო საქმიანობას მიყო ხელი.
მისი პირველი დასარიგებელი გუნდი, „რეჯიანა“ გახლდათ, რომელიც სერია ა-ში გადმოიყვანა.ამის შემდეგ იყო უფერული წლები „პარმასა“ და „იუვეში.“ანჩელოტიმ მხოლოდ ინტერტოტოს თასი მოაგებინა „ბებერ ქალბატონს.“
ყოველივე ამის შემდეგ, კარლიტოს ტელეფონზე, ბერლუსკონის ზარი შევიდა.ამ უკანასკნელმა დამრიგებელი დაითანხმა და არც მეტი არც ნაკლები, „მილანის“ სადავეები ჩააბარა, საიდანაც დაიწყო იტალიელის აღორძინების ხანა.
კარლო 8 წლის განმავლობაში წვრთნიდა „როსონერის.“საერთო ჯამში, 8 ტიტული მოაგებინა გუნდს, მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა.
მილანური კარიერის დასრულებისთანავე, ანჩელოტიმ „ჩელსის“ მიაშურა, სადაც პრემიერ ლიგა და თასი ჩაითვალა.
და ბოლოს, კარლომ ძალები საფრანგეთშიც მოსინჯა.9 წლიანი პაუზის შემდეგ, „პსჟ“-ს ლიგა 1-ის ჩემპიონობა მოუტანა.
as.com
- 21 ივნისი 2013
- 2 838
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.