იუნაიტედი ბენზემას სანაცვლოდ 38 მილიონს იხდის
თუკი მადრიდის რეალი გონსალო იგუაინმა დატოვა, გუნდს ფაქტიურად მხოლოდ კარიმ ბენზემა რჩება, ამას ემატება ალვარო მორატაც, ოღონდ ახალგაზრდა ძალიან გამოუცდელი გახლავთ, ეს ყველაფერი კარგად იცის მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ, მაგრამ მაინც არ ყრის ფარ-ხმალს და ცდილობს ახალი მწვრთნელის, დევიდ მოიესის თხოვნის შესრულებას, რომელსაც ძალიან მოსწონს კარიმ ბენზემა და მისი ნახვა საკუთარი გუნდის რიგებში სურს...
„ოლდ ტრაფორდელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფრანგი მოთამაშე ხელში ჩაიგდონ, მითუმეტეს, დიდი შანსი იმისა, რომ გუნდი უეინ რუნიმ დატოვოს, რაც ინგლისელებს ძალიან დაასუსტებთ.“
დევიდ მოიესი ბენზემას თამაშით მოხიბლული გახლავთ და თვლის, რომ იგი შესანიშნავად შეეწყობა პრემიერ ლიგას და ინგლისურ ფეხბურთს. მეტიც, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ კარიმი რეალში არ უნდა გადასულიყო, რადგან იგი პრემიერ ლიგაში თამაშისთვის არის დაბადებული.
იუნაიტედის ხელმძღვანელობა მაქსიმუმ გააკეთებს იმისათვის, რომ ფრანგი ფორვარდი გადაიბიროს, მაგრამ რამდენად მოხერხდება ტრანსფერის გაჩარხვა ფლორენტინო პერესის გადასაწყვეტი იქნება, რადგან „რეალი“ უფორვარდოდ დარჩენას ნამდვილად არ გეგმავს.
ბენზემას გაშვების შემთხვევაში სამეფო კლუბს მინიმუმ 2 მაღალი დონის ფორვარდი დასჭირდება, რადგან კლუბს მხოლოდ მორატა დარჩება.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია ახალი მწვრთნელის ვინაობა, რომელიც კლუბში თავის ტაქტიკას მოიტანს, თუკი ახალმა სპეციალისტმა ორი ფორვარდით თამაში გადაწყვიტა, პერესს შესაძლოა მესამე ფორვარდის ძიებაც მოუხდეს, აქედან გამომდინარე ბენზემას გუნდიდან გაშვების პროცენტული მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი.
- 21 ივნისი 2013
- 2 038
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.