კარლიტომ კასტილიელებს მწვანე აუნთო
მორატასა და ხესეს პირველ გუნდში გადასვლის მომხრეა, კარლო ანჩელოტიც.
ახალგაზრდა კასტილიელების ბრწყინვალე თამაში, არც იტალიელ სპეციალისტს გამორჩენია.ხესე სეგუნდა ბ-ში 22 გოლის გატანით გამოირჩა, ხოლო ალვარომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალთან ერთად, ოქროს ბუციც ჩაიწერა აქტივში.
ჭაბუკები ახალი ფორმაციის მადრიდის სრულყოფილი წევრები იქნებიან.ამასთანავე საგულისხმოა, რომ ანჩელოტის ძალიან უყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელების საქმეში ხილვა.შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი წარმატების ერთ-ერთი გასაღებიც არის.
და ბოლოს, „რეალის“ აკადემიის ბოლო ფორვარდი, რომელმაც დიდი ფეხბურთი ითამაშა, გახლდათ რაულ გონსალესი (მანამდე ბუტრაგენიო).იქნებ, ხესემ და მორატამ, რომლებიც უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ, დაამსხვრიონ ყოველგვარი მითი და სამომავლოდ სწორედ ისი გახდნენ შეტევის მთავარი ბირთვიი.
marca.com
- 20 ივნისი 2013
- 1 860
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.