გარსია რემონი: "ზიდანის მწვრთნელობა ნაადრევია"
სამეფო კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა, მარიანო გარსია რემონმა (2004 წ.), "რეალში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ბლანკოსის" თავკაცობა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.ყველაზე მთავარი არის ის, რომ ახალ დამრიგებელს, ჩვენი და პრეზიდენტის რწმენა ჰქონდეს."
"ეს არის საკმაოდ კომპლექსური სამუშაო, სადაც ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული.ახალი მწვრთნელი, მტკიცე აზროვნების უნდა იყოს, რომელმაც თავისი მოვალეობები მშვიდ გარემოში უნდა განახორციელოს."
"ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ ზიზუს შეუძლია "რეალის" გაწვრთნა.ჯერჯერობით არვიცით ვინ მოვა.გავრცელებული ხმები რეალობას არ შეესაბამება."
"სამეფო კლუბში ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველა ექსტრა ზეწოლის ქვეშ იქნება."
marca.com
- 18 ივნისი 2013
- 1 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.