მეთოფეები აღარ ხუმრობენ
არსენალის ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული გონსალო იგუაინის შეძენით, ლონდონელებს არგენტინელის შეძენისთვის სარეკორდი თანხის დახარჯვა აქვთ განზრახული...
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით არსენალის ხელმძღვანელობა მზად არის პიპიტას სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეთოფეთა ხელმძღვანელობას ამხელა თანხა არცერთ ფეხბურთელში არასდროს არ გადაუხდია, სწორედ ეს გარემოება ამტკიცებს იმას, რომ ინგლისური ხელმძღვანელობა მართლაც დიდ ინტერესს გამოთქვამს.
ლონდონური კლუბის გარდა პიპიტას შესაძენად ტურინის იუვენტუსიც იბრძვის, რომელსაც 22 მილიონით შეუძლია საკუთარი ჯიბის გათხელება.
სავარაუდოდ ბოლო სიტყვა „ბლანკოსის“ მომავალ მწვრთნელსა და თავად ფეხბურთელზე იქნება. ფეხბურთელის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, მას მადრიდის დატოვება სურს, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია მომდევნო დამრიგებლის აზრი, თუკი ახალმა მწვრთნელმა პიპას მწვანე აუნთო იგი იმ გუნდში გადაბარგდება, სადაც მოისურვებს, მას ორივე მსურველი ლეგენდარული კლუბი ჰყავს.
- 15 ივნისი 2013
- 3 098
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.