მორატა: "ჩემი მომავალი ზაფხულში გადაწყდება"
როგორც მოგეხსენებათ, ალვარო მორატა შესანიშნავად ასპარეზობს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.
"ჩემი მომავალი ამ ზაფხულში გადაწყდება. თუ გუნდი თავდამსხმელს იყიდის ჩემი შანსები მინიმალური გახდება და სწორედ ამიტომ ველოდები მთავარი მწვრთნელის დანიშვნას, რათა მასთან პირადი კონსულტაცია გავიარო."
"რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას ეროვნულ ნაკრებში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გახარებული ვარ. შანსი მომეცა და გამოვიყენე კიდეც. მთავარმა მწვრთნელმა იცის, რომ მეც და როდრიგოც თავდაუზოგავად ვშრომობთ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ მოხვდება ძირითადში. ძალიან გამიხარდა, როდესაც დელ ბოსკემ ჩემი თამაში ფერნანდო მორიენტესის ახალგაზრდობას შეადარა."
- 13 ივნისი 2013
- 1 687
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.