გარაი: "მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ"
"რეალის" არგენტინელი მცველი, ეზეკიელ გარაი, კმაყოფილია გამარჯვებით.
"მე სრულად გამოვჯანმრთელდი და მოხარული ვარ, რომ მწვრთნელმა სასტარტოში დამაყენა.კმაყოფილი ვარ სამი ქულით.მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ბოლო წუთები ძალიან მძიმე იყო გუნდისათვის, ჩვენ მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება."ატლეტიკო" ბრძოლისუნარიანი გუნდია."
"მინდა გითხრათ, რომ კარგად ვგრძნობ თავს სამეფო გუნდში.აქამდე ტრავმა მიშლიდა ხელს იმისათვის, რომ მებრძოლა სასტარტოში მოხვედრისათვის.თუ კარგად ვივარჯიშებ, "მისტერი" აუცილებლად გამამწესებს ხოლმე თამაშებში."
"ჩვენი მომავალი ამოცანა - "ალკორკონის" დამარცხებაა სათანადო ანგარიშით.იმედია, სამშაბათს კიდევ ერთ სიხარულს ვაჩუქებთ ჩვენს ქომაგებს."
შეგახსენებთ, რომ გარაის სასტარტოში გამოჩენა, მეტწილად ალბიოლის დისკვალიფიკაციამ განაპირობა.ვფიქრობ, ახალგაზრდა არგენტინელმა დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი, რასაც ვერ ვიტყვით მის მეწყვილე პეპეზე, რომელიც არა ერთი პოზიციური შეცდომით გამოირჩა დერბიში.
- 8 ნოემბერი 2009
- 2 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.