„მესმის ჩავისა და ინიესტას, მათ დიდი ხანი არ დავუმარცხებივართ“
„რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, „მარკა ტვ“-სთან საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ზიდანმა ყველაფერი იცის.მას კარგად მოეხსენება, სად თამაშობენ კარგი ფეხბურთელები.აქვე დავამატებ, რომ ზინედინს მოსწონს მწვრთნელობა.შესაძლებელია, მან ახალგაზრდული გუნდის თავკაცობა და სპორტული დირექტორობა ერთმანეთს შეუთავსოს, ან გახდეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
სამეფო კლუბის პირველი პირი, ჩავისა და ინიესტას კომენტარს გამოეხმაურა.ამ უკანასკნელების თქმით, მოურინიომ დიდი ზიანი მიაყენა ესპანურ ფეხბურთს: „მესმის ხავისა და ინიესტას აღშფოთება რით არის გამოწვეული.ისინი ზედიზედ 5 თამაშის განამავლობაში ვერ ახერხებენ ჩვენს დამარცხებას.მოუგებელი სერიის გამო მეორე მხარის კრიტიკა, არარის კარგი სტრატეგია.“
„მოურინიოს ეპოქაში, „ბარსას“ ერთპიროვნულ ლიდერობას ბოლო მოეღო.“
„ბლანკოსი“ ყოველთვის საუკეთესო მოთამაშეების ძიებაშია.ბეილთან დაკავშირებით იმას გეტყვით, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს „ტოტენჰემთან.“ახალი მოთამაშეების მოყვანა, მხოლოდ მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ მოხდება.“
„კრიშტიანუ ჩვენთან დაასრულებს კარიერას.“
as.com
- 11 ივნისი 2013
- 3 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.