იუვე იგუაინში 22 მილიონზე მეტს არ გადაიხდის
Corriere Dello Sport-ის ცნობით ტურინის იუვენტუსმა მადრიდის რეალს კიდევ ერთხელ მიმართა და ნათლად აუხსნა, რომ არგენტინელი ფორვარდის, გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს...
ფლორენტინო პერესს და სამეფო კლუბის დირექტორთა საბჭოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ პიპიტა 30 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვას, ბებერი ქალბატონი კი მის სანაცვლოდ 8 მილიონით ნაკლებს იხდის, რაც "ბლანკოსის" ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი გახლავთ.
ესპანური დელეგაცია თვლის, რომ გონსალო მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული ფორვარდია და მას ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია წარმატების მოტანა, სწორედ ამიტომ ღირს ეს ფეხბურთელი 30 მილიონი.
- 9 ივნისი 2013
- 1 396
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.