მადრიდის "რეალი" - "რეპეშაჟის" სპეციალისტი
მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი სამი მოთამაშე იმას მოწმობს, რომ თუ ბლანკოსის შემადგენლობას დატოვებ, ამ კლუბში დაბრუნებას აუცილებლად შეძლებ.
თავის დროზე სამეფო კლუბმა გაუშვა კალეხონი და არბელოა. დეპორტივომ და ლივერპულმა საკმაოდ კარგი შენაძენი გააკეთეს მათი სახით და დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ისინი მადრიდში ვეღად დაბრუნდებოდნენ. თუმცა ფლორენტინო პერესმა 2009 წელს დაისახა მიზანი, კლუბში დაებრუნებინა საკლუთარი აღზრდილები და ეს ასეც მოხდა, ორივე მათგანი დღეს მადრიდის "რეალის" მაისურით ასპარეზობს.
სწორედ ასე მოხდა წელსა. ბლანკოსის ხელმძღვანელებმა დაიბრუნეს დანი კარვახალი, რომელიც "ლევერკუზენის" ღირსებას იცავდა. დანიმ შესანიშნავი პროგრესი განიცადა და დაიმსახურა მშობლიურ კედლებში დაბრუნება. იგი ბუნდეს ლიგაში შეუდარებლად ასპარეზობდა და აღსანიშნავია, რომ გერმანელებს მასთან განშორება არ უნდოდათ, თუმცა კონტრაქტში არსებობდა ქვე-პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "რეალს" მისი გამოსყიდვა შეეძლო, რაშიც მას ხელს ვერავინ შეუშლიდა.
- 9 ივნისი 2013
- 2 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.