დი მარია + მოდრიჩი = 80 მილიონს
Daily Mail-ის ცნობით ჟოზე მოურინიო რომან აბრამოვიჩს შეხვდა და განუცხადა, რომ ჩელსის სჭირდება ანხელ დი მარია და ლუკა მოდრიჩი იმისათვის, რომ დასახული მიზნები განახორციელოს...
როგორც ჩანს მოურინიო ძველ ფეხბურთელებს ვერ ივიწყებს და მათთან მუშაობა (რამდენიმეს გამოკლებით) კვლავ სურს. პორტუგალიელი სპეციალისტი ძალიან დაინტერესებულია არგენტინელი და ხორვატი ფეხბურთელების შეძენით, მისი აზრით ანხელი ფლანგური შეტევებისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება, მოდრიჩი კი ფრენკ ლამპარდთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში უბადლო დუეტს შექმნის.
გავრცელებული ინფორმაციით რუსი ოლიგარქი 80 მილიონ ევროს ამზადებს მოდრიჩისა და დი მარიას შესაძენად, ინგლისური დელეგაცია სამეფო კლუბს ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს, შემდეგ კი ჯერი პერესსა და კამპანიაზე დადგება.80 მილიონი მართლაც სოლიდური თანხა გახლავთ, მაგრამ დაეთანხმება თუ არა სამეფო კლუბის ახალი მწვრთნელი ორი ლიდერის გაშვებას, ამას დრო გვაჩვენებს.
- 8 ივნისი 2013
- 2 513
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.