ვერატის მიმართ ინტერესი სერიოზულია
მას შემდეგ, რაც ჩაბი ალონსოს ტრავმის შესახებ ყველასთვის ცნობილი გახდა სამეფო კლუბის ადმინისტრაცია საგონებელში ჩავარდა, ფაქტია ბასკი მოთამაშე მთელ წინასასეზონო მომზადებას და სეზონის 1-1.5 თვეს გამოტოვებს, ეს კი გუნდზე ნამდვილად უარყოფით ზეგავლენას მოახდენს...
ესპანელი მოთამაშე დღესრეობით „ბლანკოსის“ ნახევარდაცვის ცენტრის ბურჯად ითვლება, მის გარეშე კი გუნდს ნამდვილად გაუჭირდება, აქედან გამომდინარე პერესმა უკვე დაიწყო ალტერნატივების ძებნა.
პარისენჟერმენელი ვერატის შესახებ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ის ნამდვილი ტალანტია და მთელი ევროპა გაკვირვებული ჰყავს, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ იტალიელის მიმართ არაერთხელ გამოთქვა ინტერესი, მაგრამ დღეს მისი საკითხი უკვე სერიოზულად დადგა დღის წესრიგში, რადგან ჩაბი შესაძლოა სასურველ კონდიციაში ვეღარც შევიდეს, მას კი ნამდვილად სჭირდება სათანადო დონის შემცვლელი.
სამეფო კლუბის ვერატის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ამზადებს, კონტრაქტის პირობები კი ჯერ-ჯერობით გაუხმაურებელია, ვინაიდან მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა და შესაძლოა ხელშეკრულების პირობებიც არც იყოს დადგენილი.
ფრანგულ კლუბს ფინანსურად ნამდვილად არ უჭირს, რამდენად მიმზიდველი თანხა იქნება მათთვის 20 მილიონი, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანეთის დედაქალაქის მთავარმა კლუბმა ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეს თვალი დაადგა.
- 8 ივნისი 2013
- 1 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.