პერესი : „ჩვენ კარლოსთან აღარ გვისაუბრია“
ფლორენტინო პერესის განცხადებით მასსა და კარლო ანჩელოტის შორის საუბარი აღარ შემდგარა, რადგან იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი საქმე ჯერ საფრანგეთში უნდა მოაგვაროს, ამ სიტუაციაში ჩარევა „ბლანკოსის“ მხრიდან ნამდვილად ურიგოა...
„ნამდვილად დიდი ინტერესი გვაქვს კარლიტოს მიმართ, რადგან ვიცით, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი გახლავთ, ამასთანავე მას შესანიშნავად ეხერხება ვარსკვლავებთან მუშაობა, იგი მშვენივრად წვრთნის პარისენნჟერმენს, უდიდეს წარმატებას მიაღწია მილანში, ჩელსიში კი დროის უქონლობის გამო მცირე კრიზისი განიცავა.“
„დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და არავისთან არ ვამყარებთ კონტაქტს, რადგან ამ ეტაპზე პრობლემები თავად ფრანგულმა კლუბმა და იტალიელმა სპეციალისტმს უნდა გადაწყვიტონ, ადგილობრივი მოლაპარაკებების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ჩვენ კარლოსთან ინტენსიურ თანამშრლომლობას დავიწყებთ, დღეისთვის კი ეს ყველაფერი ადრეა, ჯერ-ჯერობით სიტუაცია ბუნდოვანია, აქედან გამომდინარე „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა სხვა კანდიდატურებსაც აქტიურად განიხილავს, ვინაიდან და რადგანაც ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მოკლე დროში მოვახერხოთ ახალი მწვრთნელის მოყვანა და მისი იდეების გაზიარება.“
- 8 ივნისი 2013
- 1 869
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.