იგუაინი და აგუერო: მადრიდის არგენტინული დერბი
იგუაინმა თავისი პირველი ოფიციალური გოლი "რეალში" გაიტანა "ვისენტე კალდერონზე", ხოლო აგუეროს არასდროს უზეიმია დერბიში გამარჯვება.
დერბი არამარტო ორი გუნდის დაპირისპირება, არამედ ორი ფეხბურთელის დაპირისპირებაცაა. ორივე დაიბადა არგენტინაში. სერხიო აგუერო და გონსალო იგუაინი. "კუნი" და "პიპიტა". ორი ერთი ასაკის საფეხბურთო გენია ორივემ წარმატებას 21 წლის ასაკში მიაღწია). დღეს "ვისენტე კალდერონზე" ისინი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.
"ატლეტიკოს" ფორვარდმა აგუერომ ექვს დერბიში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გამარჯვება არ უზეიმია. 2006 წლის მატჩში ის გამოვიდა მოედანზე, რათა გამოესწორებინა სიტუაცია, მაგრამ კასილასთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს ააცილა.
შემდეგ სეზონში მან პირველ წუთზე გოლიც გაუტანა "რეალს" "ბერნაბეუზე" ლა ლიგის პირველ ტურში, მაგრამ რაულმა და სნეიდერნა შემდეგ "სამეფო კლუბს" გამარჯვება მოაპოვებინეს. "კუნის" ანგარიშზე ექვს დერბიში ერთი გოლი და არცერთი გამარჯვება არაა.
იგუაინზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მან თავისი პირველი ოფიციალური გოლი "ბლანკოსის" რიგებში "ვისენტე კალდერონზე" გაიტანა 2007 წელს (1:1). ერთი წლის შემდეგ გონსალომ 96–ე წუთზე პენალტით შეძლო გოლის გატანა. სწორედ ამ გოლით შეძლო "რეალმა" დრამატულ მატჩში გამარჯვების მოპოვება.
"კუნი" და "პიპიტა" ნაკრებში
იგუაინისა და აგუეროს დაპირისპირებამ სენსაციური სტატიები გამოიწვია პრესაში. ისინი ამ ორ ფეხბურთელში განსხვავებებს ეძებდნენ.
დიეგო არმანდო მარადონამ, აგუეროს სიმამრმა, პროფესიონალურ დონეზე კი მწვრთნელმა "კუნს" იგუაინი ამჯობინა ნაკრებში და არც უნანია. "პიპიტამ" თავის სადებიუტო მატჩში პერუს ნაკრების წინააღმდეგ გოლი გაიტანა, ხოლო ურუგვაისთან დაეხმარა გუნდს გამარჯვების მოპოვებაში და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში. აგუერო პერუსთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე ისხდა, ურუგვაისთან კი საერთოდ ვერ მოხვდა განაცხადში.
ახლა კი შემოგთავაზებთ იგუაინისა და აგუეროს საკმაოდ საინტერესო ვიდეოს.
- 8 ნოემბერი 2009
- 1 563
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.